”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სააპელაციო სასამართლომ გიორგი კაპანაძის საქმის განხილვა დაიწყო

იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში მსჯავრდებულის, გიორგი კაპანაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. პირველი სასამართლო სხდომა 24 ივნისს გაიმართა. როგორც ადვოკატი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, სხდომაზე მხოლოდ შესავალი სიტყვა წაიკითხა და მოსამართლეს ევროსასამართლოს ის გადაწყვეტილებები წარუდგინა, რაც მისივე თქმით, საქართველოსათვის მითითებას წარმოადგენს.

ირაკლი ბარძიმაძე თვლის, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი, პოლიციელების მშრალ ჩვენებებზე დაყრდნობით გამოიტანა, რაც ევროისასამართლოს ცნების დარღვევაა და სააპელაციომ მათი ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები უნდა გაითვალისწინოს.

ადვოკატი კაპანაძის ცემის ფაქტზე, სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს თეიმურაზ კალანდაძესა და მისი ყოფილი მოადგილის ალექსანდრე კენჭოშვილის პასუხისგებაში მიცემასაც მოითხოვს.

აღნიშნულზე გამოძიება პროკურატურაში 333-ე მუხლით უკვე დაწყებულია, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, გიორგი კაპანაძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Information

This entry was posted on 24/06/2015 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე