პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილები ახალციხეში – მძღოლები ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ისინი ირწმუნებიან, რომ ქალაქში ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი არ არის და წინააღმდეგობებს ხშირად აწყდებიან. გარდა ამისა, მძღოლები პარკინგისთვის სპეციალური მინიშნებების არარსებობაზეც საუბრობენ.
არის თუ არა პარკინგისათვის გამოყოფილი ადგილები ახალციხეში და აწყდებიან თუ არა მძღოლები ამ კუთხით პრობლემებს? – კითხვაზე ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქალაქში პარკირება პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. მათივე თქმით, მოძრაობა გადატვირთულია და ავტომობილთა რაოდენობაც გაიზარდა, რამაც ქალაქში პარკირებისათვის ადგილი აღარ დატოვა. მძღოლები სპეციალური მინიშნებების არარსებობაზეც საუბრობენ, რომლის მიხედვითაც ავტომობილის წესების დაცვით გაჩერებას შეძლებენ.
ახალციხეში მძღოლებს, რომ პარკირების პრობლემები ხშირად ექმნებათ, ამაზე ქალაქის პირველი პირიც საუბრობს. გიორგი კოპაძე განმარტავს, რომ საპატრულო პოლიციასთან მუდმივად თანამშრომლობენ და ცდილობენ, ქალაქში ავტომობილების გაჩერებისას, წესები არ დაირღვეს. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემები იმ კუთხითაც არსებობს, რომ ახალციხეში პარკირების ადგილები მონიშნული არ არის. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარია გამოყოფილი.
ქალაქის მერის თქმით, იმისთვის რომ მძღოლებს, ავტომობილების ქუჩაში გაჩერება გაუადვილდეთ, ცენტრალურის გარდა, შიდა ქუჩების პარკირებაც მოხდება. ასევე, შეიქმნება ახალი სამსახური, რომელიც ახალციხის ტბის არასამეწარმეო არაკომერციულ ირიდიულ პირთანთან ერთად იფუნქციონირებს და ქალაქში პარკირების წესებს გააკონტროლებს. გიორგი კოპაძის თქმით, შესაძლოა, პარკინგის რამდენიმე ადგილი ფასიანი გახდეს. მერის თქმით, აღნიშნულზე საპატრულო პოლიციასთან ერთად მუშაობა უკვე მიმდინარეობს.