კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ახალციხეში. კრისტალმა ქალაქში ფილიალი დღეს ოფიციალურად გახსნა. ცერემონიას ახალციხის მერი და ორგანიზაცის საქმიანობით დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
გამჭირვალე ხელშეკრულება, სალომბარდე და სავალუტო მომსახურება, აგრო და მცირე სესხები–აღნიშნულ მომსახურებას, დღეიდან სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალში მიიღებს. მისი წარმომადგენლების განაცხადებით, კრისტალი სხვა მიმართულებებთან ერთად, აგრო კუთხითაც იმუშავებს და ადგილობრივებს საინტერესო წინადადებებს და დაბალპროცენტიან სესხებს შესთავაზებს. მათივე განმარტებით, ორგანიზაცია რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა ორიენტირებული.ახალციხის ფილიალში ამ ეტაპზე რვა ადგილობრივია დასაქმებული, თუმცა დაწესებულების მმართველის თქმით, ახლო მომავალში „კრისტალი“ გაფართოვებას გეგმავს, ამიტომ ახალციხელებს საშუალება მიცემათ ორანიზაციაში რეზიუმეები გააგზავნონ და საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯონ.
ახალციხეში კრისტალის ფილიალის ოფიციალურ გახსნას ქალაქის მერი და ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესებული პირები დაესწრნენ. სტუმრებმა ინფორმაცია კრისტალის მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებზე მიიღეს. ადგილობრივების კითხვებს „კრისტალის წარმომადგენლებმა უპასუხეს. მსურველებმა კონსულტაცია კრედიტ ოფიცრებთან დღესვე გაიარეს.
ახალციხეში კრისტალის ფილიალი შალვა ახალციხელის სამ ნომერში გაიხსნა. მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ქვეყნის მასშტაბით 30 ფილიალი აქვს და 45 000 კლიენტს ემსახურება.