”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აბასთუმნის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

კურორტის პრობლემები და დამსვენებლების მოლოდინში მყოფი აბასთუმნელები.mp4_000053178აბასთუმნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

გივი ყულჯანიშვილის დაკავება “მეცხრე არხს” ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმაც დაუდასტურა, თუმცა იგი დეტალების შესახებ ვერ საუბრობს.

აბასთუმნის რწმუნებულის დაკავებას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყებისაგან “მეცხრე არხი” ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.

გივი ყულიჯანიშვილი, აბასთუმნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად, ერთი წლის წინ დაინიშნა.

დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე