ბორჯომში ნაგვის ახალი ურნები დაიდგა. მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურმა 85 ახალი ურნა შეიძინა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ურნები, ქალაქის ცენტრალური ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, კოსტავას ქუჩაზე და ისტორიულ პარკებში განლაგდა.
აქედან, 16 ურნა დაბა ბაკურიანში განაწილდა.
ურნების შესაძენად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, 22 524 ლარი დაიხარჯა.
You must be logged in to post a comment.