ახალციხე სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადება. „ახალციხელობა“ 30 ივნისს, მერიის ორგანიზებით ჩატარდება. ღონისძიებაზე სპოტული და გასართობი აქტივობები, ხელოვნების ნიმუშების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. საღამოს პოზიტიურ განწყობაზე კი ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ქართული ესტრადის ვარსკვლავები – ნუგზარ კვაშალი, თემურ ყვითელაშვილი, მაკა ზამბახიძე და სხვა მომღერლები იზრუნებენ. ყოველწლიურ ღონისძიებას გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს. „ახალციხელობისთვის“ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 24 ათასი ლარი გამოიყო.