”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

არლის მიწებთან დაკავშირებით, ,,საქნახშირმა” 40 წლიანი ლიცენზია გააუქმა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა კომპანია ,,ბი-პისგან“,  შესაძლოა, კომპენსაცია მიიღოს. ე.წ ,,ორჭოშნის“ ტერიტორიაზე არსებულ, პრობლემურ  სახნავ-სათეს მიწის ფართობზე, 16 ივნისს  ,,საქნახშირმა“ 40 წლის ვადით აღებული ლიცენზია გააუქმა.

ამ ეტაპზე, მოსახლეობისათვის აღნიშნული მიწების დაკანონება, ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, რის შემდეგაც, მათ კომპანია ,,ბიპისგან“ კონპენსაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულ საკითხზე არალში უკვე რამდენიმე თვეა დავობენ. პრობლემა მიწის ფართობებს  შეეხება, რომელსაც მოსახლეობა ვერ იკანონებს,რადგან მათ გარდა, მიწას მეორე მფლობელი, ,,საქნახშირიც“ გამოუჩნდა.  ამ უკანასკნელმა ტერიტორიაზე ლიცენზია 2007 წელს მოიპოვა,  თუმცა იმავე ტერიტორიაზე 1999 წელს მიწის  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები არლელებმაც აიღეს. მას შემდეგ, რაც  2014 წელს ,,ორჭოშნის“ ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობა დაიწყო,  ,,ბიპიმ“ დაახლოებით 50–მდე მაცხოვრებლის კუთვნილებაში არსებული მიწის ფართობი შეისყიდა, თუმცა კომპენსაცია მხოლოდ ნაწილმა  მიიღო.  მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით, ადგილობრივები სამართლებრივადაც დაობენ. მომზადდა სარჩელი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამრთლოდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში გადმოიგზავნა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე