მესხეთის თეატრის რეაბილიტაციისათვის, საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლენილია. როგორც დაწესებულების დირექტორი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, საპროექტო სამუშაოებს შპს „ტექაღრიცხვა“ შეასრულებს, რომელსაც 70 დღიანი ვადა მიეცა. ირაკლი ათუნაშვილის თქმით, აღნიშნულისთვის 5 000 ლარამდე დაიხარჯება.
რაც შეეხება თეატრის რეაბილიტაციას, პირველ ეტაპზე, შენობის სახურავის, ფანჯრების, სცენისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მოხდება. აღნიშნულისთვის კულტურის სამინისტრომ 150 000 ლარი გამოყო.
შეგახსენებთ, რომ მესხეთის სახელმწიფო პროფესიულმა დარამატულმა თეატრმა, საპროექტო სამუშაოებისათვის ტენდერი პირველად, მიმდინარე წლის მარტის თვეში გამოაცხადა. იმის გამო, რომ კომპანიებმა ტენდერში მონაწილეობაზე უარი თქვეს, პროცესი ხუთჯერ ჩაიშალა.