”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საფრთხის შემცველი ტერიტორიები სამცხე–ჯავახეთში

ტერიტორიები რეგიონში, რომლებიც შესაძლოა ახლო მომავალში, საფრთხის შემცველნი აღმოჩნდნენ. სწორედ ამის გამო, გეოლოგებმა სამცხე–ჯავახეთი შეისწავლეს და დასკვნას რამდენიმე კვირაში დადებენ. თუმცა,  მოსახლოებას კვლავ პრობლემურ ზონებში გადაადგილდება უწევთ.

ახალციხის  გასასვლელში, რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით, 5 მეტრიანი  ბზარი გაჩნდა. გეოლოგი ალექსი ბერიძე  ამბობს, რომ ტერიტორია შესაძლოა საშიშ ზონად ჩაითვალოს. დროთა განმავლობაში ძლიერი ნალექის შედეგად, შესაძლოა, მიწა ჩამოიშალოს და ცენტრალური გზატკეცილი ჩაიტანოს.

მეწყერსაშიშ ზონად შეიძლება ჩაითვალოს  ურავლის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაც,  რომელზეც გეოლოგები, უკვე, წლებია საუბრობენ.   მკვლევარის ალექის ბერიძის თქმით, უხვი ნალექის შემთხვევაში, შესაძლოა, მთა მოწყდეს და საფრთხე მოსახლეობასაც შეუქმნას. ამიტომ გეოლოგი მიიჩნევს, რომ საკითხის ღრმა კვლევაა საჭირო.

ურავლის ხეობა, რომ მეწყერსაშიშია, ამაზე ის პირებიც საუბრობენ, რომელთაც გზაზე ყოველდღიურად გადაადგილება უწევთ. მძღოლების თქმით, დაფიქსირებულია შემთხვევა, როდესაც გზაზე მთა ჩამოწვა და მისი გაწმენდა გახდა საჭირო. ურავლის თემში  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმოამდგენლის თქმით, გასულ წელს მეწყერმა ავტომობილიც ჩაიყოლა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თქმით,  პრობლემას, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებობს, ღრმა კვლევა და ანალიზი სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი,  საკითხის  მოგვარების გზები. ხოლო რაც შეეხება ქალქის გასასვლელს, სადაც რამდენიმე დღეა ნაპრალი გაჩნდა, ნოდარ ბალახაშვილი ამბობს, რომ პრობლემა ახლო მომავალში აღმოიფხვრება.  ტერიტორიაზე  მოსახლეობას ნავის დაყრა აეკრაძალება. რადგან მისი მტკიცებით, მიწა სწორედ, ამის გამო გასკდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ გეოლეოგებმა სამცხე–ჯავახეთში არსებული საშიში წერტილები შეისწავლეს. შესაბამისი დასკვნა რამდენიმე კვირაში დაიდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე