”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ლევან ლობჯანიძის პროცესზე, მოსარჩელე მხარის ბოლო მოწმეები დაიკითხნენ

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ლევან ლობჯანიძის სარჩელის განხილვა გრძელდება. პროცესსზე მოსარჩელე მხარის კიდევ ოთხი მოწმე დაიკითხა.

მოწმეებმა  კენჭისყრის დღე დეტალურად გაიხსენეს და საკრებულოში არსებული სიტუაციის შესახებ, სასამართლოს მოახსენეს.

მოწმეთა შორის დაიკითხა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ჟურნალისტიც, რომელსაც  ლევან ლობჯანიძის  იმპიჩმენტის დროს  პრობლემები შეექმნა.  თაკო ფეიქრიშვილის თქმით, ნახევარი საათის განმავლობაში, დაცვის თანაშრომლები, გამგეობის  შენობაში არ უშვებდნენ და ეუბნეოდნენ, რომ ეს უფროსის დავალება იყო.  „მეცხრე არხის“ გადამღებმა ჯგუფმა სხდომაზე დასწრება მას შემდეგ შეძლო, რაც ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.

მოსარჩელე მხარემ, დღეს  მტკიცებულებების განხილვა დაასრულა. შემდეგ პროცესზე 7 მოწმეს წარადგენს მოპასუხე მხარე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე, მომდევნო სასამართლო სხდომა, 8 ივლისს 12:00 საათზე ჩაინიშნა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე