”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომიდან და ადიგენიდან ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში გაიგზავნა

11247603_461114394066306_2901178435142026775_nსურსათი, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთები, რომლებიც ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მთელი კვირის განმავლობაში შეგროვდა, დაზარალებულთა დასახმარებლად თბილისში გაიგზავნა.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება, აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ერთობლივად განხორციელდა.

ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ ტვირთის გადმოცლის პროცესში  მონაწილეობა უშუალოდ მიიღეს.

აქციაში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებისა და ა(ა)იპ–ის თანამშრომლები ჩაერთვნენ. 

ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნივთების შეგროვების გარდა, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, ხელფასიდან თანხის ნაწილს დაზარალებულებისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხავენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე