ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა ახალციხის #5 ბაგა-ბაღსა და სოფლების – აგარის, აწყურისა და მუსხის ბაგა-ბაღებში სასმელი წყალი შეამოწმა.
ცენტრის თანამშრომლებმა ონკანის წყლის ნიმუში აგარის საბავშვო ბაღიდან და ჭის წყლის ნიმუში აწყურის საბავშვო ბაღიდან, 2015 წლის 11 ივნისს აიღეს, ხოლო 15 ივნისს ონკანის წყლის ნიმუში – მუსხის საბავშვო ბაღიდან.
ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, ორივე ნიმუშის მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაში აღმოჩნდა, თუმცა, აგარის საბავშვო ბაღიდან აღებული ნიმუშის ნიტრიტების მაჩვენებლი (0,3) მცირედ აღემატება დაშვებულს (<0,2), ხოლო სოფელ მუსხის საბავშვო ბაღის წყალში ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები აღმოჩნდა.
დარღვევების შესახებ ცენტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოს, შესაბამისი ბაღების ადმინისტრაციებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას აცნობა.
ახალცხის #5 ბაგა-ბაღშიც პირველადი შემოწმებით, სასმელ წყალში მიკრობიოლოგიური დარღვევა გამოვლინდა, რის შესახებაც ახალციხის მუნიციპალიტეტს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ბაღის ადმინისტრაციას ეცნობა.
ერთი კვირის შემდეგ, ბაღის ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა განმეორებით აიღეს წყლის ნიმუში რეაბილიტირებული სისტემიდან. განმეორებითი ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა აღარ გამოვლენილა.
You must be logged in to post a comment.