ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროს ელექტროენერგია სამი დღეა არ მიეწოდება, ამის მიზეზი იმ ტარნსფორმატორის გათიშვა გახდა, რომლითაც სოფლის 68 აბონენტი ელექტროენერგიით მარაგდება.
როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” ასპინძის წარმომადგენელი “მეცხრე არხთან” განმარტავს, ტრანსფორმატორი სიძველის გამო გადაიწვა და მისი შეკეთება მიმდინარეობს.
მერაბ ბერიძის თქმით იმის გამო, რომ დანადგარის შეკეთებას გარკვეული დრო სჭირდება, სოფელ საროს მოსახლეობას ელექტროენერგია კიდევ ორი დღის განმავლობაში ვერ აღუდგება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ასპინძის წარმომადგენელის განმარტებით, ბოლო ერთ თვეში მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მსგავსი ფაქტი კიდევ დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე, სოფელ საროს 68 აბონენტის გარდა, ელექტროენერგია ასპინძის მოსახლეობას სრულად მიეწოდება.
You must be logged in to post a comment.