”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კურორტ აბასთუმანში 700-მდე აბონენტს ელექტროენერგია აღუდგა

213კურორტ აბასთუმანში 700-მდე აბონენტს  ელექტროენერგია აღუდგა.

როგროც “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები განმარტავენ, ამ დროისათვის ქვესადგური წყლისაგან უკვე ამოტუმბულია. თუმცა დაზიანებულია ელექტროსადენები, რის გამოც კურორტზე 200-მდე აბონენტი ისევ ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კურორტ აბასთუმნისათვის ელექტროენერგიის  სრული მიწოდება სავარაუდოდ ხვალ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს ძლიერი წვიმის გამო, აბასთუმანში ქვესადგური დაიტბორა, რის გამოც ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა და კურორტს ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე