”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

etlebiბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე16 პირს, სტანდარტული ეტლები გადაეცა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა რამდენიმე ბენეფიციარს ეტლები სახლში პირადად მიუტანეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელის დიმიტრი ყიფიანის თქმით, ბორჯომში მცხოვრები შშმ პირთაგან, რომელთაც ეტლები სჭირდებოდათ, თითქმის ყველა დაკმაყოფილდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული აქციის ინიციატორი, საქართველოში მოქმედი ამერიკული ორგანიზაცია „ლდს–ჩერიტი“ და მისი წარმომადგენლობა საქართველოში ედმონდ და პამელა დოშები იყვნენ. ორგანიზაცია სხვადასხვა საქველმოქმედო აქციას, საქართველოს მასშტაბით, პერიოდულად მართავს. 

აქცია ბორჯომში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელდა. 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე