”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კურორტ აბასთუმანში ქვესადგური დაიტბორა

213ერთ საათზე მეტია, ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის მიზეზი ძლიერი წვიმა  გახდა, რამაც ტერიტორიაზე  არსებული ქვესადგური დატბორა.

როგორც “ენერგო-პრო-ჯორჯიას” ახალციხე-ადიგენის მომსახურების ცენტრში აცხადებენ, ქვესადგური მთლიანად დაიტბორა, რის გამოც  ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა.

მოხდება თუ არა ღამის განმავლობაში, კურორტზე ელექტრო ენერგიის აღდგენა, ამას “ენერგო-პრო-ჯორჯიაში” ვერ აკონკრეტებენ.

“მეცხრე არხის” ინფორმაციით,  აბასთუმანში, ამ დრომდე, გადაუღებლად წვიმს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე