ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვება მიმდინარეობს. აქციაში სხვადასხვა საჯარო დაწესებულება და ა(ა)იპ–ების თანამშრომლები ჩაერთვნენ.
ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურ დახმარებას გაუწევს. თითოეული თანამშრომელი ხელფასიდან გარკვეულ თანხას, სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხავს.
დახმარების მსურველებმა უნდა მიმართონ ბორჯომის მუნიციპალიტეტს, მისამართზე, მესხეთის ქ.№5.
You must be logged in to post a comment.