”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გენდერული თანასწორობის დარღვევა შრომით ურთიერთობებში

გენდერული თანასწორობის დარღვევა შრომით ურთიერთობებში – ამ თემაზე ტრენინგი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. სემინარის ორგანიზატორი  არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ იყო. შეხვედრა 3 ნაწილად – დამსაქმებლებისთვის, დასაქმებულებისა და ახალგაზრდებისთვის ჩატარდა. ტრენერები აუდიტორიას, დასაქმებულ ქალთა უფლებებს შესახებ ესაუბრნენ, რომელსაც შრომის კოდექსი უზრუნველყოფს. აღნიშნულ თემაზე საზოგადოებასთან  შეხვედრები  თბილისსა და რეგიონულ ცენტრებში გაიმართება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე