”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

არაქართულენოვან სკოლებში, სომხურად ნათარგმნ ტესტებში ხარვეზები დაფიქსირდა

gamocdebiმეთერთმეტეკლასელებმა საატესტატო გამოცდები, დღეს, ბიოლოგიაში ჩააბარეს. ახალციხის საჯარო სკოლებში ტესტირება დილის 09:00 საათზე დაიწყო. მოსწავლეებს, საკითების შესასრულებლად, ერთი საათი ჰქონდათ.

ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი ათი ქულა დაფიქსირდა. მოსწავლეების თქმით, ბიოლოგიის ტესტები საშუალო სირთულის იყო და ყველა საკითხი სასწავლო პროგრამის მიხედვით იყო შედგენილი.

არაქართულენოვან სკოლებში, ნათარგმნ ტექსტებში მცირე ხარვეზები დაფიქსირდა.  ახალციხის მესამე საჯარო სკოლის მოსაწვლეების თქმით, ამის  მიუხედავად, დაწესებულებაში უმაღლესი ქულები მაინც დაიწერა.

მეთერთმეტეკლასელები საატესტატო გამოცდებს, 19 ივნისს ფიზიკაში, ხოლო 20 ივნისს ქიმიაში გაივლიან. მოსწავლეებს ატესტატის აღება მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ყველა სავალდებულო გამოცდის ბარიერს გადალახავენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე