ახალციხეში, თავისუფალმა ოლიმპიადა „შერლოკმა“, ინგლისურის ტურში, რეგიონული გამარჯვებულები დააჯილდოვა. შეჯიბრში მონაწილეობა, მეორედან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ოლიმპიადა 3 ეტაპად ჩატარდა. მოზარდებმა პასუხები სასკოლო პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა სახის ტესტურ კითხვაზე გასცეს.
მესამე ტურში დამატებული იყო მოსასმენი სავარჯიშოებიც. მოსწავლეებისა და მშობლების განცხადებით, მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს ახალგაზრდების განვითარებას უწყობს და მოსწავლეებს სწავლისკენ მოუწოდებს. „შერლოკის“ რეგიონულმა მენეჯერმა, გიორგი ხმალაძემ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა და განმარტა, რომ სხვა ტურებში გამოვლენილი გამარჯვებულები სექემბრის თვეში დაჯილდოვდებიან.