”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამ მუნიციპალიტეტში, სტიიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ახალციხეში, ადიგენში და ბორჯომში, სტიიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ამ დროისათვის სოფლებსა და დაბაში გაწმენდითი სამუშაოები და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს.

რაც შეეხება, სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს, სპეციალურად შექმნილი კომისია ზარალს დაითვლის და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება თუ რა სახის დახმარება გაეწევა მოსახლეობას. 

ადიგენის მსგავსი სიტუაციაა ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, განადგურდა ნათესები, ადიდებულმა მდინარე საკირულამ კი დატბორა სოფლები. თუმცა, განსაკუთრებული ზარალი დგვარს, ტაძრის და საკირეს მიადგა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ზარალი, დაახლოებით, მილიონ ლარამდეა.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს, ამ დრომდე ითვლიან ახალციხის თემშიც.

სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში ძლიერი სტიქია, მიმდინარე წლის 11 ივნისს დაფიქსირდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე