”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“ერისონი” ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ახალციხე “ერისიონის” კონცერტისთვის ემზადება.

ამ წუთებში, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სცენისა და განათების მონტაჟი მიმდინარეობს. ქორეოგრაფიული ანსამბლი განახლებული  პროგრამით, ახალციხელი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება.

ღონისძიება 19 საათზე დაიწყება. კონცერტი ორ განყოფილებიანი იქნება, საიდანაც  შემოსული თანხა თბილისში, სტიქიით დაზარალებული  მოსახლეობის დასახმარებლად გადაირიცხება.

ახალციხის მერის მოდგილის თქმით, ბილეთის ფასი 15 ლარია. მათი უმრავლესობა კი უკვე გაყიდულია.

ახალციხეში ანსამბლ “ერისიონის” კონცერტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ახალციხის მერიის ორგანიზებით იმართება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე