ახალციხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად კონკურსი გამოაცხადა.
საკრებულოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა წარადგინონ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში 2015 წლის 17 ივნისიდან ამავე წლის 17 ივლისის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ნამუშევრების შეფასება, 2015 წლის 20 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით მოხდება. გამარჯვებული კონკურსანტი ჯილდოს სახით, 1000 ლარს მიიღებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, კონკურსის მიზანი, მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის – გერბისა და დროშის საუკეთესო პროექტების შერჩევა და გამარჯვებული პროექტის გამოვლენაა.
You must be logged in to post a comment.