”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ასპინძაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

10370369_1679104108978343_6150658583216268062_nსამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში კომპანიამ „ახალი მესხეთი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში, რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. საწარმოს დამფუძნებელმა, ემზარ მელიქიძემ სახელმწიფოსგან იაფი სესხის სახით 60 ათასი დოლარის დაფინანსება მიიღო.

საწარმოს წარმადობა დღეში 4 ტონა რძეს შეადგენს. ადგილზე ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, რომელიც რძისა და რძის პროდუქტების ხარისხის კონტროლს ახორციელებს.

ამ ეტაპზე, შპს „ახალი მესხეთის“ რძის გადამამუშავებელი საწარმო რამდენიმე სახის რძის პროდუქტს – ე.წ ქარხნულ ყველს, სულგუნს, ე.წ იმერულ ყველსა და ნადუღს აწარმოებს. დღეისათვის, საწარმოში 12 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.

ახალი საწარმო ნედლეულით მიმდებარე სოფლების მოსახლეობიდან და საწარმოს ფარგლებში არსებული მცირე მეცხოველეობის ფერმიდან მარაგდება.

საწარმოს გახსნის ცერემონიალს, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე, სამხარეო ადმინისტრაციის, ასპინძის, ქალაქ ახალციხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე