”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

კახაბერ მოდებაძე: ,,ეჭვებს იწვევს, რატომ ხდება ერთ პირთან მოლაპარაკებით ამხელა თანხის გადაცემა”

ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიისგან გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის გამო, დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა შესყიდვებთან დაკავშირებული 3 საკითხი და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირებისთვის, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული თვითმცლელი ავტომობილთ უსასყიდლო სარგებლობის შესახებ იმსჯელეს.

ეს უკანასკნელი, საკრებულოს წევრებმა ერთხმად მიიღეს. რაც შეეხება შესყიდვებში გატარებულ ცვლილებებს, 11 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის, კერძოდ, სოფლებში მისასვლელი გზების აღდგენისთვის, ადგილობრივმა თვითმმართველობამ 50 000 ლარი გამოყო, რაც  მათი თქმით, ქვიშის შეძენასა და მის ტრანსპორტირებას მოხმარდება. ხოლო საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად, 1500 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხები მიუღებელი და საეჭვოა  ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთათვის. მათ საკითხს მხარი არ დაუჭირეს და აღნიშნეს, რომ პირველ რიგში, დაზიანებული მონაკვეთების აღწერა და სარეაბილიტაციო გზის გაზომვა იყო აუცილებელი.

Information

This entry was posted on 16/06/2015 by in საზოგადოება and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე