”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის ცენტრალური პარკის ნაწილი იჯარის წესით გაიცემა

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგით მეათე სხდომა გაიმართა. ცენტრალურ პარკში საბავშვო გასართობებისა და ტერიტორიის იჯარის წესით გადაცემის საკითხმა დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ცვლილება შევიდა მერიის დებულებაშიც, რომლის მიხედვითაც, მერს კიდევ ერთი თანაშემწე ეყოლება.

ახალციხის ცენტრალურ პარკის ნაწილის კერძო პირისათვის იჯარის წესით გადაცემის შესახებ საკითხმა, საკრებულოს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მერიის წარმომადგენლის თქმით, იმისთვის, რომ სკვერში საბავშვო გასართობი საშუალებები დაიდგას, ტერიტორიის ნაწილის იჯარის წესით აღების მსურველმა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ განსაზღვრული მინიმალური თანხის ორმაგი ოდენობა უნდა გადაიხადოს, რაც თვიურად 100 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ საკითხს 4–მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მხარი სხვადასხვა მიზეზით არ დაუჭირა. საბავშვო გასართობებთან დაკაშირებით, ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა საკუთარი ინიციატივა დააყენა. თუმცა დეპუატატების მხრიდან მას თანხმობა არ მოჰყოლია.

ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი არ დაეთანხმა, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებსაც. მათ შორის: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის,  ,,ქალაქ ახალციხის ტბის“ წესდებაში ცვლილებების შეტანის, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცებისა და მერის კიდევ ერთი თანაშემწის შტატის დამატების შესახებ საკითხების განხილვისას, მათ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

16 ივნისის საკრებულოს სხომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. საკრებულოს თავმჯდომარის, კახა ბერიძის შვებულებაში ყოფნის გამო, სხდომას მისი მოადგილე, თამარ გოგოლაძე წაუძღვა. დეპუტატებმა ერთობლივად განიხილეს საკითხი მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, სადაც მერისა და მისი პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობა მეორე მოადგილემ უნდა შეასრულოს.

 

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე