თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ახლციხის საბავშვო ბაგა–ბაღებიც ჩაერთვნენ. ხოლო, ის ინვენტარი და სურსათი, რომელიც 15 ივნისს ადმინისტრაციულ შენობაში შეგროვდა, დღეს დილით თბილისში გაიგზავნა. გახსნილია, ასევე, ანგარიშის ნომერი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები თანხას რიცხავენ.
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეგროვებული პროდუქტი, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები, ახალციხიდან, თბილისის მიმართულებით, დილით სატვირთო ავტომანქანით გაიგზავნა. თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აღნიშნული სახსრები საკმარისი არ არის, რადგან ადამიანებისთვის, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, ეს მიზერულია. ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები, ორგანიზაციებს, ბიზნესმენებსა და ადგილობრივ მოსახლოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, აქციაში ბაგა–ბაღებიც ჩაერთვნენ. მათ პირველადი მოხმარების ნივთები, პროდუქტი და ტანსაცმელი ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში მიიტანეს. ნივთებს დაზარალებულებს 17 ივნისს გაუგზავნიან.
ნივთების შეგროვების გარდა, ახალციხის მერიამ საბანკო ანგარიში გახსნა, სადაც ამ დროისათვის, 2 500 ლარამდეა ჩარიცხული. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი თანამშრომლებმა 1 500 ლარამდე შეაგროვეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ რამდენიმე დღეში თანხას დაზარალებულთა სახელზე გახნილ ანგარიშის ნომერზე ჩარიცხავენ.
ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში ამბობენ, რომ დაზარალებულთა დახმარება მანამდე გაგრძელდება, სანამ თბილისში, სტიქიით შედეგად, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის თავშესაფრით უზრუნველყოფა არ მოხდება.