„მოქალაქეების მონაწილეობა და დამატებითი მექანიზმები“- ახალციხეში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ორგანიზებით მოეწყო, რომელსაც ადგილობრივის თვითმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პედაგოგები დაესწრნენ.
ახალი კანონპროექტი ადგილობრივებს, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ გააცნო. კოტე კანდელაკის თქმით, კანონპროექტი, თვითმართველობის საქმიანობაში, მოსახლეობის მონაწილეობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მათ შორისაა, დასახლებების საერთო კრებების შედგენა და მრჩეველთა საბჭოების ჩამოყალიბება.
კანონპროექტის განხილვისას, შეხვედრაზე დისკუსიაც გაიმართა. მონაწილეებმა აღნიშნულთან დაკავშირებით, შენიშვნები დააფიქსირეს.
კანონპროექტთან დაკავშირებით, რეკომენდაციები სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც შესთავაზეს.
პროექტს პარალმენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.