”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალი გერბისა და დროშის შექმნისთვის, ახალციხეში კონკურსი ცხადდება

axalcixeქალაქ ახალციხეს ახალი გერბი და დროშა ექნება  – ამის შესახებ ცნობილი საკრებულოს სხდომაზე გახდა. დეპუტატებმა გერბისა და დროშის შექმნისთვის პროექტების შესარჩევი კონკურსის დებულება და ჩატარების ვადები ერთხმად დაამტკიცეს.

ქალაქის სიმბოლიკების შექმნისათვის კონკურსი ხვალ, 17 ივნისს გამოცხადდება. მსურველებს საკუთარი ნამუშევრების წარდგენა 1 თვის ვადაში შეეძლებათ, რის შემდეგაც 5 სამუშო დღეში ჰერალდიკის კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს.

კომისიის თავმჯდომარის, თამარ გოგლაძის თქმით, საბოლოო ნიმუშის არჩევის პროცესში საზოგადოების ის წევრებიც ჩერთვებიან, რომლებიც ქალაქის ისტორიაში ერკვევიან.

კონკრეტული მოთხოვნების ხილვა მსურველებს, ქალაქ ახალციხის საკრებულოს ვებ–გვერზე და matsne.gov.ge-ზე შეეძლებათ.

მოთხოვნების მიხედვით, გერბისა  და  დროშის  პროექტები  შექმნილი  უნდა  იყოს ჰერალდიკის კანონების  გათვალისწინებით  და  შემდეგ პრინციპებს ითვალისწინებდეს:

ა) ჰერალდიკური მემკვიდრეობითობა;

ბ) ტერიტორიის ისტორიული მემკვიდრეობა;

გ) ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა;

დ) ადმინისტრაციული ერთეულის მახასიათებელი ისტორიული ან მითოლოგიური ნიშანი. ასევე:

ა) გერბზე გამოსახული უნდა იყოს ჰერალდიკურ (ფრანგულ) ფარზე;

ბ) გერბის ფარის ზემოდან უნდა მოთავსდეს ტერიტორიული ერთეულის გამომსახველი  ვერცხლის სამ კოშკიანი, ქონგურებიანი გვირგვინი;

გ) დევიზის ბაფთაზე უნდა გამოისახოს წარწერა „ახალციხე“.

გერბისა და დროშის პროექტების შესრულება დასაშვებია ნებისმიერი სახვითი საშუალებით და კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით. კონკურსში გამარჯვებისათვის დაწესებულია პრემია ათასი ლარის ოდენობით.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე