”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქალაქის მერის მიმართვა საზოგადოებას და გლოვის დღე ახალციხეში

ქალაქის მერის მიმართვა და გლოვის დღე ახალციხეში.  გიორგი კოპაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და ადგილობრივებს თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება სთხოვა. ქალაქის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, ნებისმიერ მსურველს, სურსათის, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა, რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლებათ.

ყუთებში ჩაწყობილი პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი,  დაშვებული დროშები  – ახალციხეში  სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. პარალელურად ადგილობრივები დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე, ნებისმიერ მსურველს, სურსათის, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების ნივთების მიტანა შეეძლო.

ახალიციხს მერმა დღესვე, სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართა. შედეგად, დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ შენობაში პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები შეგროვდა, რომელთა ტრანსპორტირება მერიამ  უზრუნველყო. გიორგი კოპაძის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან,  დაზარალებულების დასახმარებლად თანხის გამოყოფაც იგეგმება.

აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადმინისტრაციულ შენობაში  ნივთების მიტანა მსურველებს, ისევ შეუძლიათ. ამასთანავე,  გაიხსნა ანგარიშის ნომერი, სადაც თანხის გადარიცხვაა შესაძლებელი.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებელ  აქციაში, ტელეკომპანია „მე–9 არხიც“ ჩაერთო. ადგილობრივმა მედიასაშუალებამ თბილისში ჰიგიენური საშუალებები, პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი და ჭურჭელი გააგზავნა. შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით მდინარე ვერე ადიდდა, რის შედეგადაც 10–ზე მეტი  ადამიანი გარდაიცვალა. მოქალაქეთა ნაწილს ამ დრომდე ეძებენ.  ათობით ოჯახი კი უსახლკაროდაა დარჩენილი. ზოოპარკის დატბორვის გამო, ვოლიერებიდან ცხოველები გაიქცნენ და ქუჩებში გაიფანტნენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე