”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიასა და გამგეობაში კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქალაქის მერიაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი დასრულდა. კონკურსანტებმა გამოცდები, პირველ და მეხუთე საჯარო სკოლებში ჩააბარეს. ტესტირება, საქართველოს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, 13 და 14 ივნისს ჩაატარა.

კონკურსის მეორე ეტაპზე ქალაქის მერიიდან 69 კონკურსანტი იყო მიწვეული. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან კი – 95.     ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება დაახლოებით, 5 დღეში ჩაინიშნება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, 17 ვაკანტურ პოზიციაზე 140 კონკურსანტის 272 განაცხადი შევიდა. პირველი ეტაპი – საბუთების გადარჩევა, წარმატებით 121–მა მონაწილემ გადალახა.

ქალაქის მერიასა და საკრებულოში 8 პოზიციაა ვაკანტური, რომელზეც151 განაცხადი შეივსო. აქედან, მეორე ეტაპზე 117 კონკურსანტი გადავიდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე