საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდაჭერის მიზნით, ახალციხეში შეხვედრა გაიმართა. „სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტმა“ ადგილობრივებს ფილმი ,,გზის გასაყარზე“ უჩვენა, რომელშიც მოლდავეთის ევროპასთან დაახლოების საკითხებზეა საუბარი. ფილმის ჩვენების შემდეგ, ახალციხის სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დისკუსია მოაწყეს.
ორგანიზაციის პრეზიდენტის, ეკა ტყეშველაშვილის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება, ევროპულ ღირებულებებს, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვასა და ქვეყნის ევროპასთან დაახლოების პოლიტიკას ეძღვნება. ფილმის ჩვენება კი არსებული გამოწვევების განხილვის შესაძლებლობას იძლევა. მისივე თქმით, აუდიტორიასთან შეხვედრები, ლიტვის საელჩოს დაფინანსებით, ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იგეგმება.