”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზაზა თამარაშვილი: სტიქიით დაზარალებულთა დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია

ქალაქ ახალციხის მერია, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს. მერის მოადგილის თქმით,  აქციაში ჩართვა და საკუთარი თანამემამულეების დახმარება, სურსათით, ტასაცმლით და პირველადი მოხმარების ნივთებით,  ახალციხის მოსახლეობასაც შეუძლია.

ხვალვე საქართველოში, მათ შორის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გლოვის ნიშნად დროშები დაეშვება.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით, მდინარე ვერე ადიდდა. არიან გარდაცვლილებიც.  ამ დრომდე უცნობია  დაკარგული მოქალაქეების რაოდენობა. თბილისის საავადმყოფოებში რეგისტრირებულია 40–მდე  დაშავებული ადამიანი. ათობით ოჯახი კი უსახლკაროდაა დარჩენილი. ზოოპარკის დატბორვის გამო, თბილისის ქუჩებში ამ დრომდე ეძებენ ზოოპარკიდან გაქცეულ  ცხოველებს. თბილისის ქუჩებში შეზღუდულია მოძრაობა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე