ჯავახეთის ეროვნული პარკი ოფიციალურად მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პარკში დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაცია და ფოტო–გამოფენა მოეწყო.
ჯავახეთის ეროვნული პარკის პრეზენტაციასთან დაკავშირებით, სასტუმრო „თბილისი რუმსში“ ოფიციალური მიღება გაიმართა. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ოფისის დირექტორმა ლარს ოერმანმა მიმართეს.
ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის დაფინანსებითა ( KfW) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) გერმანიის ფილიალის ზედამხედველობით განხორციელდა.
შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესრნენ.
You must be logged in to post a comment.