ბორჯომსა და პოლონეთის ქალაქ ლეგიონოვს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა და ლეგიონოვის მერმა რომან სმოგოჟევსკმა მოაწერეს.
როგორც დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, პარტნიორობის ფარგლებში დაგეგმილია საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება.
მათივე ინფორმაციით, 3 დღიანი ვიზიტის განმავლობაში პოლონელმა სტუმრებმა მოინახულეს ბორჯომის ისტორიული პარკი, ტიმოთესუბნის მონასტერი, ბორჯომში არსებული სხვადასხვა დაწესებულება, სადაც ისინი ამ ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
სტუმრების პატივსაცემად ადგილობრივმა ფოლკლორულმა ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა კონცერტი გამართეს.
პოლონელი კოლეგებისათვის მოეწყო, ასევე, ექსკურსიები რაბათსა და ვარძიაში.
You must be logged in to post a comment.