ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ნიჭიერის შესარჩევი ტური გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მოცეკავეებმა,მომღერლებმა და სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებულმა ადგილობრივებმა მიიღეს. პროექტის წარმომადგენლებმა კონკურსანტების შემოქმედებითი ნომრები ვიდეო–ფირზე აღბეჭდეს, რომელთაც თბილისში ჟიურის წარუდგენენ.
მონაწილეები შესარჩევი ტურის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესახებ, სექტემბრის დასაწყისში შეიტყობენ.
პროექტი „ნიჭიერი“, რომლის მიზანსაც სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების აღმოჩენა წარმოადგენს, შესარჩევ ტურს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.