”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში “გვირილობა” გაიმართება

11391430_870550366345092_8595606683325842204_nდღეს,13 ივნისს 12:30 საათზე ახალციხის ციხის კომპლექსში საქველმოქმედო აქცია „გვირილობა“ გაიმართება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში  რეწვის ოსტატთა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა მოეწყობა. ასევე შედგება სხვადასხვა სახის აქტივობა.

ღონისძიების წამყვანი ცნობილი ქართველი მსახიობი გუჯა ბურდულია. ადგილობრივების წინაშე ქ. თბილისის პანტომიმის თეატრი, თეა დარჩიას მოცეკვავეთა დასი, ჯემალ ადამაშვილის ჩოხოსანთა ანსამბლი,  პოეტები: ერეკლე საღლიანი, დავით-ლუკა ქაფიაშვილი, ნიკა-თორნიკე გრიგოლია, მარიამ მირიანაშვილი, ეკა ქურხული, ედუარდ უგულავა, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ.ოპერისა და ბალეტის სოლისტი ნია გელაძე, ექიმი ლეილა გაფრინდაშვილი, ახალციხის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგებიან.

Information

This entry was posted on 13/06/2015 by in კულტურა and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე