”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ანა მხეიძე: “ნარკოზიდან გამოსული ბავშვი არ მინახავს, ისე დაიღუპა”

1418065367273961      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში 3 წლის ლილე მხეიძე გარდაიცვალა.  ლილეს დედა გაზეთ “პრაიმტაიმთან” საუბრისას მცირეწლოვნის გარდაცვალებას ექიმების დაუდევრობასა და ოპერაციის დროს დაშვებულ შეცდომას უკავშირებს. გლანდების ოპერაციის გასაკეთებლად საავადმყოფოში მიყვანილი ბავშვი ანესთეზიიდან ვერ გამოვიდა. იგი ბორჯომის სამედიცინო დაწესებულებიდან ახლობლებმა  ჟვანიას სახელობის ბავშვთა პედიატრიული კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. 3 წლის ლილე გონზე მოუსვლელად 21 მაისს გარდაიცვალა.

ვეხვეწებოდი ანესთეზიოლოგსმოდით, ნახეთ ბავშვი ავად არის, ვერ სუნთქვას, არ იღვიძებს–თქო. ლამის ვემუდარებოდი, მაგრამ გულთან ახლოსაც კი არ მიჰქონდათ. 3 წლის ბავშვს გამაყუჩებლის ისეთი დოზები ჰქონდა გაკეთებული, რომ ალბათ ცხენს წააქცევდა. ნარკოზიდან გამოსული ბავშვი არ მინახავს, ისე დაიღუპა. ფსიქიურ ავადმყოფებს რომ უკეთებენ, ისეთი წამლები აქვს ბავშვს გაკეთბული, მათ შორის დიაზეპამი”, – ამბობს “პრაიმტაიმთან” საუბრისას გარდაცვლილის დედა ანა მხეიძე.

საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო. პარალელურად მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

წყარო: “პრაიმტაიმი”

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე