”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაციით, მაცხოვრებლების ნაწილი უკმაყოფილოა

შეხვედრები კმაყოფილ მოსახლეობასთან და უყურადღებოდ დარჩენილი ადგილობრივების  ნაწილი – ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლებს დღეს ახალციხის მერი შეხვდა. გიორგი კოპაძემ მოსახლეობის აზრი დასრულებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროეტებზე მოისმინა და ტერიტორია დატოვა, რის შემდეგაც  დასახლების სხვა მაცხოვრებლებმა იგი უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

ახალციხის მერიის წარმომადგენლები,  ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლებს კიდევ ერთხელ  შეხვდნენ.  ამჯერად მერმა და უბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გზის ნაწილის მოასფალტების შემდეგ, ადგილობრივების აზრი მოისმინეს.ქუჩის მაცხოვრებელები, პროექტის განხორციელებას დადებითად აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ დასახლებაში კიდევ არაერთი პრობლემა დგას. ისინი მთავარ მოსაგვარებელ საკითხად სასმელი წყლის, განთებისა და საქალაქო ტრანსპორტის არ არსებობას ასახელებენ. პროექტის განხორციელებიდან, დაახლოებით 2 თვის შემდეგ, ქალაქის მერია მაცხოვრებელებს ისევ იმ უბანში შეხვდა, სადაც მარტის თვეში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ქალაქის პირველი პირის თქმით,  ზარზმელის ქუჩაზე  ინფრასტრუქტურული პროექტები ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

ეს ქალბატონები იმავე დასახლებაში ცხოვრობენ, სადაც დღეს მერი მოსახლეობას შეხვდა. მათი კორპუსი ზარზმელის ქუჩის პირველივე შენობაა. მაცხოვრებელები ამბობენ, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები მათი პრობლემებით არ დაინტერესებულან.  გზის მოასფალტების სამუშაოებმა მათ ახალი პრობლემები შეუქმნა. ისინი ირწმუნებიან, რომ ძლიერი ვიბრაციის გამო, დაზიანდა ძველი შენობის კედლები, სამშენებლო მასალის ნარჩენები კი უბნიდან მშენებარე კომპანიამ აღარ გაიტანა.

ზარზმელის ქუჩაზე სავალი გზის ნაწილი თებერვალსა და მარტის თვეში მოასფალტდა. სამშენებლო სამუშები ადგილობრივმა კომპანიამ  შპს „ასტორიამ“ შეასრულა. ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.  

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე