”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბექა ჯაყელის ძეგლისთვის ესკიზი ამ დრომდე ვერ შეირჩა

ბექა ჯაყელის ძეგლისთვის ესკიზი ამ დრომდე ვერ შეირჩა. ახალციხის მერის თქმით, ამ ეტაპზე ადგილობრივი თვითმმართველობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზეა გადართული, ამიტომ კონკურსი შეჩერებულია. გიორგი კოპაძე ირწმუნება, რომ სამცხის მმართველისა და პირველი სამართლის წიგნის ავტორის, ბექა ჯაყელის ძეგლისთვის ტენდერი კიდევ ერთხელ,უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
რაბათის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე ძეგლის დადგმა ახალციხის მერის იდეაა.

პროექტის განსახორციელებლად ტენდერი 150 000 ლარის ფარგლებში გამოცხადდა. საპროექტო სამუშოებისთვის 30 000, ხოლო ძეგლის შექმნისთვის 120 000 ლარი დაიხარჯება.
გიორგი კოპაძე ამბობს, რომ ძეგლი ქართული სულის მატარებელი უნდა იყოს, იგი ქართულივე ორნამენტებითა და ჩუქურთმებით უნდა გაფორმდეს და ქვაში შესრულდეს. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი კომისიამ დაიწუნა, ქალაქის პირველი პირის თქმით, კონკურსანტებმა პირობები ვერ დააკმაყოფილეს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე