ახალციხეში მცხოვრები დევნილებისათვის საცხოვრებელი ფართები ჯერ არ გადაუციათ. როდის შეძლებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები ახალ შენობაში გადასვლას ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.
გრიგოლ გიორგაძე აღნიშნავს, რომ შენობის რეაბილიტაცია დასრულებულია და ახალ მფლობელებს მხოლოდ მას შემდეგ გადაეცემათ რაც ეზოს რეაბილიტაცია მოხდება.თუმცა მინისტრის მოადგილის თქმით, ჯერ–ჯერობით ტენდერი არ გამოცხადებულა.
ახალციხეში დევნილთა საცხოვრებელი 66 ოჯახისთვისაა განკუთვნილი. აქედან 13 ერთოთახიანი, 32 ოროთახიანი და 21 სამოთახიანი ბინაა. ობიექტის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სენმა“ განახორციელა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 763 000 ლარამდე შეადგინა