ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბნის საჯარო სკოლა სრულად დაიწვა. შემთხვევა 11 ივნისს, გამთენიისას მოხდა. ადიგენის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსის თქმით, ხანძრის შესახებ 112-ზე სკოლის დირექტორმა დარეკა. მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე 4:47 წუთზე გავიდნენ, თუმცა ხის შენობის გადარჩენა ვერ შეძლეს. ღორთუბნელები ვარაუდობენ, რომ ხანძარი შენობის შესასვლელში, ელექტროენერგიის გაყვანილობას გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა სკოლის შენობა და ინვენტარი.
წუხელ ხანძარი იყო სოფელ ნაქურდევშიც. აქ ცეცხლი რიტუალების სახლს გაუჩნდა. მეხანძრეებმა ვერც მისი გადარჩენა შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად შემთხვევის ორივე ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.
You must be logged in to post a comment.