”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რეგიონული განვითარების სამინისტროში მერებთან და გამგებლებთან შეხვედრა გაიმართა

11391358_1001357349897387_6485358502388160161_nსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით, მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და მერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობების ხელშეწყობაზე, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის შემუშავებაზე, მისი მომზადების პროცესში ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე იმსჯელეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა რეგიონული და ადგილობრივი განვითარებისთვის სტრატეგიული დაგეგმარების მნიშვნელობაზე.

შეხვდრას, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, UNDP-ისა და GIZ-ის წარმომადგენელები დაესწრნენ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი გაუძღვა.

მუნიციპალური პრიორიტეტების დოკუმენტები ადგილობრივი საბიუჯეტო სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მათში უნდა აისახოს მოსახლეობის საჭიროებები, პრობლემების გადაჭრის გზები და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები“, – განაცხადა თენგიზ შერგელაშვილმა.

Information

This entry was posted on 10/06/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე