”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში მდგრადი ენერგეტიკის დღე პირველად აღინიშნა

“მერების შეთანხმების“ რეგიონული ოფისის წარმომადგენლებმა  ახალციხის  თვითმართველობის წევრებთან  შეხვედრა გამართეს.   საუბარი სამომავლო პროექტების განხორციელებას შეეხო, რომლის მეშვეობითაც ენერგო გადასახადების დაზოგვა და ქალაქის მიერ ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებაში წვლილის შეტანა მოხდება.

„მერების შეთანხმება“ ევროპული ინიციატივაა, რომელიც ენერგეტიკული რესურსების  მოხმარების ოპტიმიზაცის საშუალებით, გლობალური კლიმატის ცვლილების  წინააღმდეგ ბრძოლაში, ადგილობრივი თვითმართველობების  ჩართულობას  უზრუნველყოფს.

შეხვედრა  ყველა იმ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იმართება, რომლებიც „მერების შეთანხმების“  ხელმომწერები არიან.  საქართველოს მასშტაბით, ასეთი 13 მუნიციპალიტეტია.  ახალციხე „მერების შეთანხმების“ ერთ–ერთი ხელმომწერი ქალაქია და მას გარკვეული ვალდებულებები აქვს აღებული.

ორგანიზატორების განმარტებით, შეხვედრები ივნისის თვეში იმართება, რადგან ეს პერიოდი მდგრადი ენერგეტიკის  ღონისძიებების თვედ არის  გამოცხადებული.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე