”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აწყურში ოჯახური კონფლიქტი თვითმკვლელობით დასრულდა

download      ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტის შემდეგ მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. 1971 დაბადებულ  გ.კ–ს  ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.

ფაქტი ტელეკომპანია ,,მე–9 არხს” აწყურის თემის რწმუნებულმა ელგუჯა ჯვარიძემ დაუდასტურა. გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტი ბოლო 1 კვირის განმავლობაში სისტემატურად ხდებოდა.

შსს–ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით  მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე