”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

აწყურში მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტის შემდეგ მამაკაცმა თავი სანადირო თოფით მოიკლა. 44 წლის პიროვნებას  ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტმა ბოლო 1 კვირის განმავლობაში სისტემატური სახე მიიღო, ისინი 44 წლის მამაკაცს დადებით პიროვნებად ახასიათებენ.

შსს–ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით  მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე