ქალაქ ახალციხის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვლისწინებული საკითხები 2015 წლის ბიუჯეტში შესულ მეხუთე ცვლილებას შეეხებოდა. სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკითხების დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს. რამ გამოიწვია მათი პროტესტი და როგორ განისაზღვრა მთავრი ფინანსური დოკუმენტი კიდევ ერთი ცვლილების შემდეგ.
ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების პროტესტი ბიუჯეტში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია. ერთ–ერთი საკითხი წარჩინებული სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის, ყოველთვიური 100 ლარიანი სტიპენდიის დანიშვნას შეეხებოდა. აღნიშნული ბიუჯეტიდან 10 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, რაც დეპუტატებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, განათლებაში თანხის ჩადება დადებითი ფაქტია, თუმცა აღნიშნული საკითხი ბევრ ბუნდოვანებას ბადებს და შესასწავლია. კერძოდ, ვინ უნდა მიიღოს სტიპენდია, საკმარისი იქნება თუ არა გამოყოფილი თანხა სტიპენდიებისათვის და როგორ განისაზღვრება სასწავლებელთა კატეგორიები.
გარდა საგანმანათლებლო ღონისძიებებისა, ბიუჯეტში შესული ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა მუნიციპალიტეტის მერიის ხარჯები. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თქმით, მერიის ახალ შენობაში, სადაც ამ ეტაპზე სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს, გაზიფიცირებისათვის 4 900 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, თანხა განიზასღვრა დასუთავებისათვისაც. 37 500 ლარის ფარგლებში მერია კონტეინერების შეძენას გეგმავს. კიდევ ერთი ცვლილება კი პარკებსა და სკვერებში სკამების შესაძენად და უკვე არსებულის შეკეთებისათვის 17 500 ლარი გამოიყოფას ითვალისწინებს.
დღესვე დეპუტატები ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივას გაეცნენ. ჯგუფის წევრებმა დეპუტატებს აქციაში მონაწილეობა შესთავაზეს. რომლის შესაბამისად , ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებს, სურვილის მიხედვით, გარკვეული რაოდენობის თანხის გაღება საქველმოქმედო საქმისთვის შეეძლებათ. ინიციატივის თანახმად, მუნიციპალიტეტებში შეგროვებულ თანხას კახეთისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონები ერთმანეთში გაცვლიან.
ოპოზიციური პარტიების წევრებმა რიგგარეშე სხდომის გამართვაც გააპროტესტეს, თუმცა მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტში შესული ცვლილება ეკონომიკური მუხლების დაზუსტებას მოითხოვდა, ამიტომ საჭირო გახდა სხდომა რიგგარეშედ გამართულიყო.