”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს სახელმწიფო წაახალისებს

მიგრანტთა საქართველოში დაბრუნება და მათი ინტეგრაცია სამშობლოში–აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით,  ახალციხეში  იმსჯელეს. პრეზენტაციას  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გაუძღვა.

სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, პროფესიული სწავლება, სოციალური პროექტების დაფინასება, ანაზღაურებადი სტაჟირება  და იურიდიული დახმარება–აღნიშნული მომსახურებებით მხოლოდ ის მიგრანტები  ისარგებლებენ, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას გადაწყვეტენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანიც მიგრანტთა სამშობლოში რეინტეგრაციის ხელშეწყობაა.

ლტოლვილთა სამინისტრო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელებაში დახმარებას სთავაზობს. ამიტომ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც ჩაერთვებიან.

პროგრამის პრეზენტაცია სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შედგა. შეხვედრას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი, ახალციხის მერი და  მუნიციპალიტეტების გამგებლები დაესწრნენ.

აღნიშნული პროგრამა,  ევროკავშირის დაფინასებით, 2011 წლიდან ხორციელდება. თუმცა წელს პირველად საქართველოში მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე გამოიყო.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე