”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომსა და ახალქალაქში იუსტიციის სახლის ფილიალები აშენდება

ბორჯომსა და ახალქალაქში იუსტიციის სახლის ფილიალები აშენდება.  იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი პროექტები დღეს დიპლომატთა კორპუსს, მთავრობისა და ბიზნესსექტორის წევრებს თავად წარუდგინა. ბორჯომისა და ახალქალაქის გარდა, ფილიალები კიდევ ექვს ქალაქში განთავსდება, რომელთა მშენებლობა 2015–2016 წლებში დასრულდება.

თეა წულუკიანის თქმით, ბორჯომის იუსტიციის სახლი  პირველი ძველებური არქიტექტურული ნაგებობის შენობა იქნება. პროექტის სავარაუდო ღირებულება მილიონ 730 ათას ლარს შეადგენს.  რაც შეეხება ახალქალაქს, აქ იუსტიციის სახლი დაახლოებით, მილიონ 900 ათასი ლარის ფარგლებში აშენდება.

ადგილობრივი მომხმარებლები ოთხასამდე სერვისის მიღებასმარტივად შეძლებენ.

ყველა ახალი პროექტი იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა.

ამჟამად, საქართველოს რეგიონებში, იუსტიციის სახლის  13 ფილიალია განთავსებული.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე