”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობაში კონკურსის პირველი ეტაპი 121–მა მონაწილემ გადალახა

ახალციხის მერიასა და გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპზე საბუთების მიღება დასრულდა. გამგეობაში, 17 ვაკანტურ პოზიციაზე 140 კონკურსანტის 272 განაცხადი შევიდა. კონკურსის პირველი ეტაპი 121–მა მონაწილემ გადალახა.

რაც შეეხება მერიას, ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საბუთების გადარჩევისათვის სხდომა ჯერ არ გამართულა.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს, საკუთარი შედეგი უკვე ეცნობათ. იმ პირებმა კი, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს, შესაძლებლობა აქვთ შედეგი საპრეტენზიო კომისიაში 2 დღის ვადაში გაასაჩივრონ.

კონკურსის მეორე ეტაპზე მონაწილეებს ტესტირება ჩაუტარდებათ, რომელიც 13 და 14 ივნისს გაიმართება, შემდეგ კი ისინი საკუთარ შესაძლებლობებს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე გასაუბრებისას წარმოაჩენენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე